აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე სროლის დროს მისი ევაკუაცია შეაფერხა, რადგან აინტერესებდა, რა ხდებოდა დარბაზში. ამის შესახებ მან CBS News გადაცემა 60 Minutes-ში ისაუბრა.

წამყვანის თქმით, მსგავსი ინციდენტების დროს უსაფრთხოების სამსახური  როგორც წესი, პრეზიდენტის ევაკუაციას სროლის ხმების შემდეგ დაახლოებით 30 წამში ახდენს. თუმცა ამ შემთხვევაში პროცესი უფრო დიდხანს გაგრძელდა.

ტრამპმა განმარტა, რომ დაგვიანება თავად მის გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა

"საქმე ნაწილობრივ ჩემში იყო… მინდოდა მენახა, რა ხდებოდა… მე გარშემორტყმული ვიყავი შესანიშნავი პროფესიონალებით და, ალბათ, თავად ვაიძულე ისინი ცოტა ნელა ემოქმედათ. ვეუბნებოდი: მოიცადეთ, მოიცადეთ, დამაცადეთ, დავინახო, რა ხდება", - თქვა ტრამპმა.

მისი თქმით, ევაკუაციის შეფერხება უსაფრთხოების სამსახურის შეცდომით არ იყო გამოწვეული, არამედ მისი რეაქციით.