ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გააკეთა.

დონალდ ტრამპმა მზადყოფნა გამოთქვა, დაეხმაროს ბაქოსა და ერევანს სადავო საკითხების მოგვარებაში.

მისი თქმით, აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობის დღის წესრიგის ერთგულნი დარჩებიან.

„ყოველთვის არის პატარა პრობლემები ყოველთვის, ასე არაა? დიდი, უზარმაზარი პრობლემები მოგვარებულია.  ორივემ იცის, რომ თუ რამე მოხდება, დამირეკავენ და ჩვენ ამ საკითხს ერთობლივად მოვაგვარებთ“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.