„ჩვენ არ ვაგზავნით არანაირ იარაღს პირდაპირ უკრაინაში. ჩვენ ვგზავნით მათ ნატო-ში და ნატო იხდის, რაც დიდი განსხვავებაა ბაიდენსა და ტრამპს შორის, რადგან ბაიდენმა მათ 350 მილიარდი დოლარი მისცა და ჩვენ არაფერი მიგვიცია, მაგრამ პატივისცემა მივეცით და სხვა რამდენიმე რამ, გულწრფელად რომ ვთქვათ." - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა განაცხადა. 

 "მათ სჭირდებათ მეტი იარაღი. ვიმედოვნებთ, შევძლებთ მათ მიწოდებას. ჩვენს ქვეყანასაც სჭირდება იარაღი. ჩვენ ვერ მივცემთ იმდენ იარაღს, რომ საკუთარი აღარ გვქონდეს. არასოდეს არ იცი, რა მოხდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ უკრაინა „პატრიოტისა“ და „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტებს ითხოვს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ტომაჰავკების“ მიწოდება რუსეთთან კონსულტაციას მოითხოვს.

„მათ ესაჭიროებათ „პატრიოტები“. მათ უნდათ „ტომაჰავკები“. შესაძლოა, მომიწიოს რუსეთთან საუბარი „ტომაჰავკების“ შესახებ. სურთ „ტომაჰავკები“ თავიანთი მიმართულებით? არამგონია. ვფიქრობ, შესაძლოა, ვისაუბრო რუსეთთან ამის შესახებ.

შესაძლოა, ვუთხრა პუტინს: „თუ ეს ომი არ მოგვარდება, მე მათ „ტომაჰავკებს“ გავუგზავნი“. „ტომაჰავკი“ არის წარმოუდგენელი იარაღი. რუსეთს ეს არ სჭირდება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი