აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციები მის მიერ დაანონსებულ 50-დღიანი ვადაზე ადრე დაწესდეს.

"ჩვენ ვაკვირდებით მთელ ამ ვითარებას. შესაძლოა, მეორადი სანქციების დაწესება მოგვიწიოს" - განაცხადა ტრამპმა და კითხვაზე, შესაძლებელი არის თუ არა, რომ სანქციები 50-დღიან ვადაზე ადრე დაწესდეს, მან უპასუხა: "შეიძლება, კი".

ცნობისთვის, 14 ივლისს ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუ 50 დღეში შეთანხმება არ იქნება მიღწეული, აშშ მეორად სანქციებს დააწესებს".