ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი, რეზა ფეჰლევი ძალიან კარგ ადამიანს ჰგავს, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ მომავალში ირანის ხელისუფლებაში მოსასვლელად უკეთესი კანდიდატი იყოს ის, ვინც იქ პოპულარულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ზოგიერთ ადამიანს ის მოსწონს და ჩვენ ამაზე დიდად არ გვიფიქრია. მეჩვენება, რომ შიგნიდან ვინმე შესაძლოა, უფრო შესაფერისი იყოს. რეზა ფეჰლევი ძალიან კარგ ადამიანს ჰგავს, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ვინმე, ვინც იქ არის, ვინც პოპულარულია, თუ ასეთი ადამიანი არსებობს, უკეთესი კანდიდატი იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.