პუტინსაც და ზელენსკისაც ომის დასრულება სურთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ამჟამად აშშ-ის წარმომადგენლებსა და ვლადიმერ პუტინს შორის მოსკოვში შეხვედრა მიმდინარეობს.

„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – თქვა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დავოსში, ვოლოდომირ ზელენსკისთან „ძალიან კარგი შეხვედრა“ ჰქონდა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკიც და პუტინიც „შეთანხმების დადებას“ აპირებენ და თქვა, რომ ზელენსკიმ ეს დღეს, შეხვედრის დროს, არაერთხელ გაიმეორა.

მისი თქმით, თუ შეთანხმება შედგება, მას ევროპაც შეუერთდება.

ჟურნალისტის კითხვაზე არაბთა გაერთიანებული საამიროებში შეხვედრასთან დაკავშირებით, ტრამპმა განაცხადა – „როცა არ უნდა შევხვდეთ, ეს კარგია. თუ არ შევხვდებით, მაშინ არაფერი მოხდება“.