უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. ტრამპი დათანხმდა ზელენსკის მოთხოვნას Patriot-ის სარაკეტო სისტემებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე. მხარეები შემდეგ შეხვედრას საუდის არაბეთში გამართავენ.

უკრაინისა და ამერიკის ლიდერებმა მოლაპარაკებებს სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ. ტრამპმა Truth Social-ში დაწერა, რომ მას ჰქონდა "ძალიან კარგი" საუბარი ზელენსკისთან, რომელიც დაახლოებით ერთი საათის გაგრძელდა.

"დისკუსიის დიდი ნაწილი ეფუძნებოდა პრეზიდენტ პუტინთან გუშინდელ საუბარს რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნებისა და საჭიროებების კოორდინაციის მიზნით. "ჩვენ სწორ გზაზე ვართ", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ საუბარი ტრამპთან იყო "პოზიტიური, ძალიან მნიშვნელოვანი და გულწრფელი".

"პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა პუტინთან საუბრის დეტალები და განხილული ძირითადი საკითხები. ომის სრული დასრულებისკენ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს ენერგეტიკაზე და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერება. მე მხარი დავუჭირე ამ ნაბიჯს და უკრაინამ დაადასტურა, რომ ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ იგი", - განაცხადა ზელენსკიმ.