აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები "მიწასთან გაასწორებს" ომანს, თუ ის ხელს შეუშლის ვაშინგტონის ქმედებებს ჰორმუზის სრუტეში.
განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემების მიმოსვლისა და ტრანზიტული მარშრუტების რუკაზე შეთანხმებას ცდილობენ.
ვაშინგტონი ცდილობს სრუტეზე მკაცრი კონტროლის შენარჩუნებას და ეწინააღმდეგება ისეთ ცალკეულ შეთანხმებებს, რომლებიც აშშ-ის საზღვაო ბლოკადას და ძალისხმევას გვერდს აუვლის.
მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის მწვავე გაფრთხილებისა, ირანის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ომანთან კონსულტაციები და სამარშრუტო რუკებზე მუშაობა გრძელდება.
"თუ ომანი ხელს შეგვიშლის, ჩვენ მათ დავბომბავთ. მე არანაირი დროის განრიგი არ მაქვს და არ მეჩქარება. ისინი პოკერის კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ იღუპებიან", – განაცხადა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.




