შევხდები პუტინს, როგორც კი შევძლებთ ამის ორგანიზებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის დროს განაცხადა.

"ახლა სახლში ვბრუნდები და შემდეგ ვნახავთ, რა მოხდება რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა შევაჩეროთ მკვლელობები. ყოველ კვირაში საშუალოდ 5 ათასი ახალგაზრდა იღუპება ომში, რომელიც არსად მიდის. ეს სირცხვილია. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. ყველა ამბობდა, რომ პუტინი მიდის მოლაპარაკებებზე, ზელენსკი მიდიოდა მოლაპარაკებებზე. მე ვთქვი, თუ მე არ ჩავალ, გარანტიას გაძლევთ, პუტინიც არ ჩავიდოდა. და ის არ ჩავიდა. მე მესმის ეს. ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას. მე შევხვდები პუტინს, როგორც კი შევძლებთ ამის ორგანიზებას.

ჩვენ სხვა საქმეებიც გვაქვს გასაკეთებელი. ასევე გვაქვს სიტუაცია ირანთან, რითაც დავკავდებით ამათუ იმ გზით, ეს იქნება კეთილი გზა ან არ იქნება კეთილი გზა. არა კეთილი გზა მათთვის ცუდია, ჩვენ მათთან ვსაუბრობთ, ეს გრძელი გზა იქნება. ჩვენ ვაპირებთ გავუმკლავდეთ ძალიან სერიოზულ სიტუაციებს. ჩვენ ვუყურებთ ღაზას და დავკავდებით ამ საკითხით. უამრავი ადამიანი შიმშილობს, ბევრი ცუდი რამ ხდება იქ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.