აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკმაყოფილოა ირანის უახლესი წინადადებით. როგორც „სიენენი“ წერს, ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა, ირანის უახლეს დოკუმენტში რისი მიღება არ შეუძლია და მიანიშნა, რომ თეირანის ოფიციალური პირები შესაძლოა, ვერასდროს მივიდნენ ომის მოლაპარაკების გზით მოგვარებამდე.

„მათ წინ წაიწიეს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, ოდესმე მიაღწევენ თუ არა მიზანს. ხელმძღვანელობა ძალიან დანაწევრებულია. მას ორი ან სამი ჯგუფი ჰყავს, შესაძლოა ოთხიც და ეს ძალიან შეუკავშირებელი ხელმძღვანელობაა. ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით, ყველა მათგანს სურს შეთანხმება, მაგრამ ყველა მათგანი არეულია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით მისი ვარიანტები დიდ სამხედრო ესკალაციას ან შეთანხმების დადებას მოიცავს.

„არსებობს ვარიანტები. გვინდა, უბრალოდ გავანადგუროთ ისინი და სამუდამოდ გავანადგუროთ? თუ გვინდა, შევეცადოთ შეთანხმების დადებას. ეს არის ვარიანტები“, – თქვა ტრამპმა და დაადასტურა, რომ გუშინ საღამოს აშშ-ის ცენტრალური სარდლობისგან სამხედრო ვარიანტების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიიღო.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას არ ურჩევნია დაბომბვის განახლება.

„ადამიანური თვალსაზრისით, მე არ მირჩევნია, მაგრამ ეს არის ვარიანტი: გვინდა, რომ იქ ძლიერად შევიდეთ და უბრალოდ გავანადგუროთ ისინი, თუ გვინდა რაღაცის გაკეთება?“, – თქვა ტრამპმა თეთრ სახლში.