აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს მას ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა და გამოთქვა იმედი, რომ პუტინი, შესაძლოა ამ წინადადებას დაეთანხმოს.
"უკრაინაზე ვისაუბრე. ცოტა ირანზეც. რამდენიმე სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ძირითადად უკრაინაზე. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ვფიქრობ, შედარებით სწრაფად მივალთ გამოსავლამდე, ამის იმედი მაქვს. მგონია, რომ მასაც უნდა გამოსავლის პოვნა და ეს კარგია.
მან მითხრა, რომ სურს ჩაერთოს ურანის გამდიდრების პროცესში, თუ შეძლებს, დაგვეხმაროს მის მიღწევაში. მე კი ვუთხარი, რომ ბევრად მირჩევნია, ის უკრაინის ომის დასრულებაში ჩაერთოს არ დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს… მასაც არ სურს, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ.
პუტინს ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე და ვფიქრობ, რომ შეიძლება მან ეს გააკეთოს. შეიძლება გამოაცხადოს ეს… ვკითხე, თუნდაც მოკლე ცეცხლის შეწყვეტა იყოს. ამდენი ადამიანი კვდება დაუჯერებელია", - განაცხადა ტრამპმა.








