აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაიამიში გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ როდესაც ვენესუელაში ისტორიულ ტრანსფორმაციას მიაღწევს, მოუთმენლად ელოდება დიდ ცვლილებას კუბაში.

„ვენესუელაში ისტორიულ ტრანსფორმაციას როდესაც მივაღწევთ, ჩვენ ასევე მოუთმენლად ველით დიდ ცვლილებას, რომელიც კუბაში მოხდება. კუბა ზღვარზეა. მათ ფული არ აქვთ, ნავთობი არ აქვთ. ცუდი ფილოსოფია აქვთ, ცუდი რეჟიმი აქვთ. მოლაპარაკება სურთ და ისინი მარკოსთან, ჩემთან და ზოგიერთ სხვასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ვფიქრობ, კუბასთან შეთანხმება ძალიან ადვილად დაიდება. ახლა ჩვენი ყურადღება ირანისკენაა მიმართული“, – განაცხადა ტრამპმა.