აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ტელეარხ CBS- ის ეთერში განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შესაძლოა ოქტომბერში შეხვდეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება.
მაიკ პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპსა და კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა მოგვიანებით შედგება.
"არ ვიცი, სამიტი როდის გაიმართება. ეს შეიძლება ოქტომბერში მოხდეს, მაგრამ, სავარაუდოდ, მოგვიანებით იქნება, "- განაცხადა პომპეომ ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ, შესაძლოა თუ არა ლიდერები ერთმანეთს ოქტომბერში შეხვდნენ.
მან აღნიშნა, რომ შეხვედრის ზუსტი თარიღი და ადგილი განსაზღვრული არ არის. მაიკ პომპეოს თქმით, ამერიკული მხარე ამაზე მუშაობს.




