აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა AXIOS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი პირადად უნდა იყოს ჩართული ირანის შემდეგი ლიდერის შერჩევაში.
"ისინი დროს ტყუილად კარგავენ. ხამენეის ვაჟი სუსტი ფიგურაა. მე პირადად უნდა ვიყო ჩართული დანიშვნის პროცესში. ხამენეის ვაჟი ჩემთვის მიუღებელია. ჩვენ გვსურს ვინმე ისეთი, ვინც ირანში ჰარმონიასა და მშვიდობას მოიტანს" - განაცხადა ტრამპმა.








