მემორანდუმს ბაღდათის მერმა ნოდარ გიორგიძემ და საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრების წევრმა ვანო კარკაძემ მოაწერეს ხელი.
რაგბის კლუბი ,,ბაღდათი" 2025 წელს დაარსდა და მისი წევრები საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრების ბაღდათელი მოთამაშეები არიან.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში რაგბის კლუბის შექმნის მიზანი ბავშვებსა და მოზარდებში რაგბის პოპულარიზაცია, მწვრთნელების პროფესიონალური გადამზადება და სარაგბო ინფრასტრუქტურის შექმნაა.
დღესვე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და მერის მოადგილეებთან ერთად, რაგბის კლუბის წევრებს შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა.




