აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლისა და ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავების ფონზე მკაცრი განცხადება გააკეთა. 

სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ კანადა ცდილობს, მიიღოს ამერიკული შტატისთვის განკუთვნილი ყველა ეკონომიკური სიკეთე და პრივილეგია ისე, რომ რეალურად ქვეყანა შტატად არ იქცეს.

"კანადას შტატად ყოფნის უპირატესობების მიღება სურს, ისე რომ თავად არ იყოს შტატი! გარდა ამისა, ისინი წლების განმავლობაში აწესებდნენ მასშტაბურ ტარიფებს ჩვენს დიდებულ ფერმერებზე. ეს დასრულდა!!!" — დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ვაშინგტონსა და ოტავას შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებების ჩაშლის საპასუხოდ, აშშ-მა კანადური იმპორტის ნაწილზე 50%-იანი ტარიფები დააწესა. თავის მხრივ, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ სიტუაციას "სავაჭრო ომი" უწოდა და საპასუხო, სარკისებური ზომების მიღება დააანონსა.