ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვასთან დაკავშირებით მასშტაბურ გარიგებაზე მუშაობს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, ფასი მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება იმაზე, რასაც ამჟამად აშშ კანადას უხდის.

„ეს ძალიან კარგი სიახლეა ჩვენი ფერმერებისა და მეურნეებისთვის“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.