25 წლის განმავლობაში პირველად ამერიკულმა Forbes-მა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უმდიდრესი მილიარდერების სიაში არ შეიყვანა. 
Forbes USA-ის ცნობით ტრამპის ქონება 2.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ერთი წლის წინ, ტრამპი 339-ე ადგილს იკავებდა მაგრამ პანდემიის დაწყების შემდეგ, მისი ქონება 600 მილიონი დოლარით შემცირდა. ამასთან, გამოცემის ცნობით, უმდიდრესი ამერიკელები შარშანდელზე 40%-ით მდიდრები არიან. მათი ქონება 4.5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა. ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მეოთხე წელია ზედიზედ სიაში პირველ ადგილს იკავებს. მისი ქონება 201 მილიარდი დოლარია. შემდეგ მოდის Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი (190,5 მილიარდი) და Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი (134,5 მილიარდი).