დონალდ ტრამპი ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე მომავალი კვირიდან ტარიფებს ზრდის.
„ტარიფი 25 პროცენტამდე გაიზრდება. სრულად გასაგები და შეთანხმებულია, რომ ისინი აშშ-ის ქარხნებში თუ აწარმოებენ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს, ტარიფი არ იქნება. ამჟამად მშენებლობის პროცესშია მრავალი საავტომობილო და სატვირთო ქარხანა, რომლებშიც 100 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული. ეს რეკორდია ავტომობილებისა და სატვირთო ავტომობილების წარმოების ისტორიაში. ქარხნები, რომლებშიც ამერიკელი მუშები მუშაობენ, მალე გაიხსნება – ამერიკაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა!“ – აცხადებს დონალდ ტრამპი.










