ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა truthsocial-ზე გააკეთა.

„დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს, რაც პირველი ნაბიჯი იქნება მტკიცე, გრძელვადიანი და სამარადისო მშვიდობისკენ. ყველა მხარეს სამართლიანად მოეპყრობიან! ეს დიდი დღეა არაბული და მუსლიმური სამყაროსთვის, ისრაელისთვის, ყველა მეზობელი ქვეყნისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ჩვენ მადლობას ვუხდით შუამავლებს ყატარიდან, ეგვიპტიდან და თურქეთიდან, რომლებმაც ჩვენთან ერთად იმუშავეს რათა ეს  ისტორიული და უპრეცედენტო მოვლენა განხორციელებულიყო. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელები!“, - შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი truthsocial-ზე.