ჩინეთს ახლა შეუძლია, გააგრძელოს ირანისგან ნავთობის შესყიდვა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„იმედია, ისინი ასევე ბევრს შეიძენენ აშშ-დან. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამის გაკეთება“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მისი ჩარევით ისრაელი და ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

გასულ წელს ჩინეთის მიერ ირანიდან ნავთობის შესყიდვების საშუალო მოცულობამ დღეში 1.48 მილიონი ბარელი შეადგინა.

თარგმანი: პირველი არხი