აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს გემები სუეცისა და პანამის არხებში უფასოდ უნდა გადიოდნენ. ამასთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.
"ამერიკულ გემებს, როგორც სამხედრო, ასევე კომერციულს, უნდა ჰქონდეთ უფლება, პანამისა და სუეცის არხების გავლით უფასოდ გადაადგილდებოდნენ!" - წერს ტრამპი.
მისი თქმით, აშშ-ს გარეშე არც ერთი ეს არხი არ იარსებებდა.
ტრამპმა ასევე დაამატა, რომ მან სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს "აღნიშნული პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარება დაავალა".