ამის შესახებ შეერთებული შტატების ახლად არცეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ატვირთულ პოსტში წერს.
„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ კარი ლეიკი იქნება „ამერიკის ხმის" ჩვენი მომავალი დირექტორი. იგი დაინიშნება აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს ჩვენი მომავალი ხელმძღვანელისგან, რომლის ვინაობასაც მე მალე გამოვაცხადებ და მჭიდროდ ითანამშრომლებს მასთან, რათა, განსხვავებით იმ ტყუილებისა, რასაც ავრცელებენ თაღლითი მედია სააგენტოები, უზრუნველყოს ამერიკული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებების სამართლიანი და ზუსტი ტრანსლირება მთელს მსოფლიოში, ყალბი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ტყუილებს" - წერს შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში.
კარი ლეიკი (23 აგვისტო, 1969) არის ამერიკელი პოლიტიკოსი და ყოფილი სატელევიზიო ახალი ამბების ჟურნალისტი. ლეიკი არიზონას 2022 წლის გუბერნატორის არჩევნებში დონალდ ტრამპის მხარდაჭერით გახდა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი. საარჩევნო კამპანიის დროს აღნიშნავდა, რომ 2020 წლის არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა. გუბერნატორის არჩევნებში დამარცხება მან არ აღიარა და სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ მას მხარი არ დაუჭირა. მონაწილეობდა 2024 წლის სენატის არჩევნებში არიზონას შტატიდან და დემოკრატების კანდიდატ რუბენ გალიეგოზე 2,41%-ით ნაკლები ხმა მიიღო.