სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო, რომელიც მომხმარებლებს მტკიცებით, დონალდ ტრამპ უმცროსის პოდკასტიდან, "Triggered with Don Jr." აღებულ მონაკვეთს წარმოადგენდა და რომელშიც ტრამპის შვილი პრორუსულ და ანტიუკრაინულ განცხადებებს აკეთებდა, დონალდ ტრამპ უმცროსის სპიკერის, ენდრიუ სურაბიანის თქმით, "100%-ით ყალბია".
"ეს 100%-ით ყალბი ხელოვნური ინტელექტით გენერირებული აუდიოჩანაწერია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ვერ შეაკავებს ანტიტრამპისეული წინააღმდეგობის ანგარიშებს, შეწყვიტონ მისი უპატიოსნოდ გავრცელება". - წერს დონალდ ტრამპ უმცროსის მრჩეველი და სპიკერი, ასევე რესპუბლიკური პარტიის სტრატეგი, ენდრიუ სურაბიანი.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელებზე გავრცელებულ ვიდეოში მამაკაცის ხმა ამბობს, რომ აშშ-ს მოკავშირეობისთვის რუსეთი უკრაინაზე უკეთესი ვარიანტია:
"მე მართლა ვერ წარმომიდგენია ვინმე, ვისაც საღი აზრი აქვს, უკრაინას ირჩევდეს მოკავშირედ, როდესაც რუსეთი მეორე ვარიანტია". - ისმის აუდიოჩანაწერში, რომლის ბოლოშიც მამაკაცის ხმა ამატებს, რომ "აშშ-ს შეიარაღება რუსეთისთვის უნდა გაეგზავნა".
სურაბიანის პოსტი ასევე გაზიარებული აქვს თავად დონალდ ტრამპ უმცროსსაც.