სოციალურ ქსელ X-ში დონალდ ტრამპის შვილი რუმინეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და წერს.
უი, ნახეთ რა ხდება რუმინეთში! საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახან გააუქმა მათი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. სოროსის/მარქსისტების მორიგი მცდელობა, გააყალბოს შედეგი და უარყოს ხალხის ნება. ის წააგებს და მათ ეს იციან." - დონალდ ტრამპ უმცროსი.
შეგახსენებთ,რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე 2 დღით ადრე მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გუშინდელი მიმართვების შემდეგ მიიღო.
საპრეზიდენტო არჩევნების ახალ თარიღს რუმინეთის მთავრობა დაადგენს.
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტში საზღვარგარეთის უბნებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკვე დაწყებული იყო.
Wow, look at what’s happening in Romania! The Constitutional Court just canceled the first round of their presidential election. Another Soros/Marxist attempt at rigging the outcome & denying the will of the people. She’s going to lose, and they know it. https://t.co/F71dr26hNR
— Donald Trump Jr. (@DonaldJTrumpJr) December 6, 2024
ფოტო "როიტერი"(Reuters)