დნიპროში გრძელდება ოკუპანტების მიერ 14 იანვარს მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დანგრეული საცხოვრებელ კორპუსის ნანგრევების გაწმენდა

თავდასხმამ 40 ადამიანი იმსხვერპლა, 77 დაშავდა, მათ შორის 14 ბავშვია. 25 ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო ინფორმაციის შეგროვება იმ რუსი სამხედროების შესახებ, რომლებმაც დნიპროზე დარტყმა მოამზადეს და განახორციელეს. ეჭვგარეშეა: ამ ომის დანაშაულში მონაწილე ყველა დამნაშავე გამოვლინდება და სასამართლოს წინაშე წარდგება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო ინფორმაციის დადგენა იმ რუს სამხედროებზე, რომლებმაც მოამზადეს და განახორციელეს ეს დარტყმა. ეჭვგარეშეა, რომ ყველა, ვისაც ამ სამხედრო დანაშაულში მიუძღვის ბრალი, გამოვლინდება და პასუხს აგებს. ეს დარტყმა დნიპროზე, ისევე როგორც სხვა მსგავსი დარტყმები, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ექვემდებარება.

ჩვენ ვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ შესაძლებლობას – როგორც ეროვნულს, ისე საერთაშორისოს, რათა ყველა რუსმა მკვლელმა, ყველამ, ვინც გასცემს და ასრულებს სარაკეტო ტერორის ბრძანებებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, კანონიერი განაჩენი მიიღოს და დაისაჯოს.

ის, რაც დნიპროში მოხდა, ის, რასაც რუსეთი ამზადებს ომის ინიციატივის ხელში ჩასაგდებად, ის, რომ საბრძოლო მოქმედებები ფრონტის ხაზზე ახალ თავდაცვით მომარაგებაში ახალ გადაწყვეტილებებს მოითხოვს - ყოველივე ეს ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის დამცველთა კოალიციის წევრთა ძალისხმევის კოორდინირება და გადაწყვეტილების მიღების დაჩქარება“, - განაცხადა ზელენსკიმ.