რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი ირანზე აშშ-ის თავდასხმას ტელეგრამ არხზე პოსტით ეხმიანება.
დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ აშშ-მ ამ თავდასხმებით თავისი „ნამდვილი სახე“ აჩვენა.
„მშვიდობისმყოფელმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი სახე.
ირანთან ყველა მოლაპარაკება შენიღბვის ოპერაცია იყო. არავის ეჭვი არ ეპარებოდა ამაში. არავის არაფერ კონკრეტულზე არც სურდა მოლაპარაკება.
საკითხავია, ვის აქვს უფრო მეტი აქვს მოთმინება, რათა დაელოდოს მტრის უსახელოდ დამარცხებას.
ამერიკის შეერთებული შტატები სულ რაღაც 249 წლისაა.
სპარსეთის იმპერია 2500 წელზე მეტი ხნის წინ დაარსდა.
ვნახავთ ასე 100 წლის შემდეგ...“, - წერს დმიტრი მედვედევი.




