ამის შესახებ ინფორმაციას კრიმინალურ ახალ ამბებზე ორიენტირებული სააგენტო Shamshyan-ი ავრცელებს. 

წუხელ ღამით, ერევანში, რკინიგზის სადგურთან მდებარე ცნობილი უნივერმაღი „ანი" გაქურდეს.Shamshyan-ის ცნობით, ღამის 03:40-დან 04:00 საათამდე უცნობმა პირმა უნივერმაღის ფანჯარა ჩაამტვრია, დირექტორის კაბინეტში შევიდა და იქიდან მეტალის სეიფი მოიპარა.

უნივერმაღის დირექტორმა პოლიციასა და გამომძიებლებს განუცხადა, რომ მოპარულ სეიფში 5 მილიონ დრამი ჰქონდა შენახული.

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ გამომძიებლებმა გატეხილი სეიფი მდინარე გეტარში იპოვეს.