"მზად ვართ, დავაწესოთ დამატებითი შემზღუდავი ზომები, თუ ირანი განაგრძობს პროტესტის ჩახშობას ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევით".

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადება გაავრცელეს.

საგარეო საქმეთა მინისტრები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ შეშფოთებული არიან დემონსტრაციების ირგვლივ განვითარებული მოვლენებით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „მკაცრად ეწინააღმდეგებიან ირანის ხელისუფლების მხრიდან სასტიკი რეპრესიების გაძლიერებას“.

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის ხელისუფლებას მოუწოდეს, თავი შეიკავოს ძალადობისგან და პატივი სცეს ირანის მოქალაქეთა უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

„დიდი შვიდეულის“ წევრები მზად არიან, დააწესონ დამატებითი შემზღუდავი ზომები, თუ ირანი განაგრძობს პროტესტისა და განსხვავებული აზრის ჩახშობას ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევით, – ნათქვამია განცხადებაში.