„შაჰედის“ მსგავსი დრონი, რომელმაც კვიპროსში, აკროტირში მდებარე ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზას დაარტყა, ირანიდან არ ყოფილა გაშვებული.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

2 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დრონით დარტყმა მოხდა კვიპროსში მდებარე ბრიტანეთის საჰაერო ბაზაზე, რამაც მცირე ზიანი გამოიწვია, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია.