სერბეთში მოქალაქეები ქუჩების ბლოკირების და პარალიზების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ.

სერბეთის მედიის ცნობით, ქუჩაში გამოსულ მოქალაქეთა მთავარი გზავნილი იყო, რომ ჩვეულებრივი ადამიანები დაიღალნენ ქუჩების ბლოკირებით, პარალიზებით და ძალადობისკენ მოწოდებით და სურთდაუბრუნდნე ნორმალურ ცხოვრებას.  

პოლიციის გენერალური დირექტორის, დრაგან ვასილევიჩის თქმით, მშვიდობიანი შეკრებები 95 მუნიციპალიტეტსა და ქალაქში გაიმართა. პოლიციის შეფასებით, მასში 103 305 ადამიანი მონაწილეობდა.

აქციები ინციდენტებისა და ძალადობის გარეშე ჩატარდა, - დასძინა მან.

სერბეთში, ქვეყნის მასშტაბით, ქუჩების ბლოკირების, პარალიზების და ძალადობის მომხრეთა წინააღმდეგ მოქალაქეები 17 აგვისტოდან იკრიბებიან.  24 აგვისტოს 71 მუნიციპალიტეტსა და ქალაქში პროტესტის ნიშნად გამოსულ  69 776 მოქალაქეს შორის სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩიც იყო.