მედია დუბაის (DXB) და ალ-მაკტუმის საერთაშორისო (DWC) აეროპორტებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ დღეს საღამოს დუბაიდან ავიარეისები შეზღუდული რაოდენობით შესრულდება.
აეროპორტები მგზავრებს ურჩევენ, არ წავიდნენ აეროპორტებში, თუ მათ ავიაკომპანია თავად არ დაუკავშირდება.
„ჩვენ პრიორიტეტულად ვემსახურებით ადრე დაჯავშნილ მომხმარებლებს“, – განაცხადა ავიაკომპანია Emirates-მა.
ცნობილი გახდა, რომ გერმანია თვითმფრინავებს გაგზავნის ახლო აღმოსავლეთში ჩარჩენილი ტურისტების ევაკუაციისთვის.











