ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
დუბაის აეროპორტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დუბაის ორი მთავარი აეროპორტიდან, მათ შორის დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელიც საერთაშორისო მგზავრთა ნაკადის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ითვლება, შეჩერებულია შემდგომ შეტყობინებამდე.
„დუბაის აეროპორტები ადასტურებენ, რომ დუბაის საერთაშორისო აეროპორტში და ალ მაკტუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი შეჩერებულია შემდგომ შეტყობინებამდე“, - ნათქვამია დუბაის აეროპორტების განცხადებაში.
აეროპორტები მგზავრებს ურჩევენ, რომ „თავი შეიკავონ აეროპორტში მისვლისგან და ფრენებთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაციის მისაღებად პირდაპირ დაუკავშირდნენ ავიაკომპანიებს“.




