დღეს უკრაინის დედაქალაქში გლოვის დღეა. 

ქალაქის ყველა შენობაზე დაშვებული იქნება დროშები, გაუქმდება გასართობი ღონისძიებები.

კიევის მცხოვრებლები პატივს მიაგებენ დედაქალაქზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევზე, სარაკეტო იერიში განახორციელეს, რასაც, ბოლო მონაცემებით, 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მხოლოდ კიევში დაღუპულია 27 და დაშავებულია 80-ზე მეტი ადამიანი.