ამის შესახებ იტალიის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.

იტალიური პრესი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიის ტურიზმის სამინისტრომ პარასკევს გამოაცხადა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული მარშრუტი, იტალიის Via del Amore ("სიყვარულის გზა") შაბათს, 27 ივლისს, ხანგრძლივი რემონტისა და 24 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის შემდეგ გაიხსნება.

ჩრდილო დასავლეთ იტალიაში, გენუის ყურესთან მდებარე ლიგურიის რაიონის1997 წელს იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებულ ჩინკვე-ტერეს ბუნებრივი სამოთხის გულში მდებარე რიომაჯორეში 900 მეტრიანი  პანორამული მარშრუტი, რომელიც ზღვას გადაჰყურებს, სარემონტო სამუშაოები დაიწყო 2022 წლის 14 იანვარს დაიწყო და 2024 წლის 19 ივლისს დასრულდა.

ბილიკი მას შემდეგ იყო გადაკეტილი, რაც 2012 წლის სექტემბერში ქვათაცვენის შედეგად ოთხი ავსტრალიელი ტურისტი დაშავდა.

სარემონტო სამუშაოებით დაკავებულები სპეციალიზებული კომპანიები მასალების გადასატანად შვეულმფრენებს იყენებდნენ, კლდეზე ანკერების დამონტაჟებასა და უჟანგავი ფოლადის ბადის დაყენებაში კი მათი დამხმარეები მთამსვლელები იყვნენ.

27 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ბილიკი ღია იქნება ჩინკვე-ტერეს, ლევანტოს და სპეციის მცხოვრებლებისთვის, ასევე რიომაჯორეს მუნიციპალიტეტის ყოფილი მცხოვრებლებისა, იქ მეორე სახლის მფლობელებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

9 აგვისტოდან ბილიკი ტურისტებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. ვიზიტორებს მოუწევთ წინასწარ დარეგისტრირდნენ სპეციალურ საიტზე და გადაიხადონ საფასური 10 ევრო. მარშრუტზე ტურისტებს გიდები მოემსახურებიან. ბილიკზე წვდომა საათში მაქსიმუმ 400 კაცს - ყოველ თხუთმეტ წუთში ერთ, არაუმეტეს 100-კაციან ჯგუფს - ექნება. ტურისტები „სიყვარულის ბილიკზე" ცალმხრივი მარშრუტით, რიომაჯორედან მანაროლას მიმართულებით იმოძრავებენ.