როგორც გამოცემა The Kyiv Independent ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ორშაბათს, 7 სექტემბერს, სატელეფონო საუბრებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
გამოცემის ცნობით, სატელეფონო საუბრამდე, ტრამპი მოსკოვსა და კიევში ვიზიტად მყოფი საკუთარი სპეციალური წარმომადგენლებისგან დეტალურ ანგარიშსა და კონსულტაციებს მოისმენს. მხოლოდ ამის შემდეგაა დაგეგმილი სატელეფონო კონტაქტები — პირველი ზარი რუსეთის, ხოლო მომდევნო უკრაინის პრეზიდენტთან შედგება.
აღნიშნული მაღალი დონის კონტაქტები მიზნად ისახავს რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირებისა და სამშვიდობო პროცესების განხილვას. ვაშინგტონი აქტიურად ცდილობს დიპლომატიური არხების მობილიზებას, რათა კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარების პერსპექტივები შეაფასოს.




