დემოკრატიული პარტიის წევრებმა და ზოგიერთმა რესპუბლიკელმა მთავრობის მიერ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) დაფინანსება დაბლოკეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, დაფინანსების პაკეტმა, რომელიც აშშ-ის ფედერალური მთავრობის დაფინანსების შენარჩუნებას ეხებოდა აშშ-ის სენატში ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოიპოვა. დაფინანსების გაგრძელებას მხარი 45-მა სენატორმა დაუჭირა, 55 კი მის წინააღმდეგ წავიდა და შესაბამისად, რესპუბლიკელებმა ვერ შეძლეს კანონპროექტის განსახილველად საჭირო 60 ხმის შეგროვება.

როგორც „ბიბისი“ წერს, ხმის მიცემის დროს დემოკრატებს რამდენიმე რესპუბლიკელიც შეურთდა, მათ შორისაა სენატის უმრავლესობის ლიდერი ჯონ ტუნი. გამოცემის ცნობით, მთავრობის „შათდაუნი“ შეიძლება დაიწყოს პარასკევს შუაღამის შემდეგ ერთ წუთში, თუ კანონმდებლები მის გადაწყვეტაზე ვერ შეთანხმდებიან.

„ბიბისი“ წერს, რომ თუ მთავრობის „შათდაუნი“ მოხდება, ეს იქნება მსგავსი მეორე შემთხვევა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ ასე მოხდა, ეს იქნება მხოლოდ „ნაწილობრივი დახურვა“, რადგან უკვე მიღებულია კანონმდებლობა სექტემბრამდე ათობით სააგენტოს დასაფინანსებლად.

ცნობისთვის, 2025 წლის აშშ-ის ფედერალური მთავრობის „შათდაუნი“ ისტორიის მანძილზე ყველაზე ხანგრძლივი იყო და 43 დღე გაგრძელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფედერალური მთავრობის ხელახლა გახსნის შესახებ კანონპროექტს ხელი 2025 წლის 13 ნოემბერს მოაწერა, რითაც „შათდაუნი“ დასრულდა.

თარგმანი: პირველი არხი