პარიზის 2024 წლის გახსნის ცერემონიის ოფიციალური ვიდეო მაყურებელთა უარყოფითი გამოხმაურების ზრდის გამო წაშლილია.

პარიზის 2024 წლის გახსნის ცერემონიის ოფიციალური ვიდეო, როგორც ჩანს, წაშლილია ოლიმპიადის ანგარიშიდან, რადგან მაყურებელთა უარყოფითი გამოხმაურება იზრდება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Dailymail წერს.

როგორც გამოცემა იტყობინება, სოციალური მედიის მომხმარებლებმა გაავრცელეს ორგანიზაციის კადრების ე.წ. სკრინშოტი, სადაც ნაჩვენებია ცარიელი ეკრანი წარწერით "ეს ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი".

ამავდროულად, შოუ ასევე არ ჩანს ოლიმპიადის YouTube არხზე - მიუხედავად იმისა, რომ თამაშები შუქდებოდა როგორც ცერემონიამდე, ასევე მის შემდეგ.