პირი, რომელმაც პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე ისროლა, გარადცვლილია.
ამის შესახებ CNN-ი სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს.
როგორც ცნობილია, პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. მედიის ინფორმაციით, ტრამპი სახის არეში დაიჭრა.
როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სპიკერმა, სტივენ ჩეუნგმა განაცხადა, დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას.
„ტრამპი მადლობას უხდის სამართალდამცველებს და პირველადი რეაგირების ჯგუფს ამ საზარელი აქტის დროს მათი სწრაფი მოქმედებისთვის. ის თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას. დამატებითი დეტალების შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ”, ნათქვამია ჩეუნგის განცხადებაში.