ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი" აქვეყნებს.

ჩინეთის მთავრობა აღარ დაუშვებს უცხოელებზე ჩინეთში მცხოვრები ბავშვების გაშვილებას. ერთადერთი გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს სისხლით ნათესავის შვილი ან გერი სურს იშვილოს.

სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენელს გადაწყვეტილების შესახებ განმარტება არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ იგი თანხვედრაშია შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების სულისკვეთებასთან.