უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სლოვაკეთის ელჩი პაველ ვიზდალი დაიბარა.
30 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთში უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა" ედება ბრალად.
გარდა ამისა, სლოვაკეთის პრეზიდენტმა, რობერტ ფიცომ, განაცხადა, რომ კიევი სლოვაკეთის შიდა საქმეებში ერევა, ხოლო ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე, მომიტინგეების მესამედი უკრაინელია.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩს "მტკიცე უარი" უთხრა სლოვაკეთის საშინაო საქმეებში ჩარევის საკითხზე.
ერთი დღით ადრე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა უკრაინის ელჩი.




