ბოსტონში, საფრანგეთ-ნორვეგიის მატჩის დროს, სტადიონის მიმდებარედ მომხდარი სროლის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიჭრა. მედიის ცნობით, დამნაშავე ჯერ არ დაუკავებიათ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე 2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე, საფრანგეთისა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩის პარალელურად, ბოსტონის აგლომერაციაში (მასაჩუსეტსის შტატი) სროლა მოხდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი ადამიანია დაჭრილი.
ადგილობრივი დროით, შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე, მასაჩუსეტსის პოლიციამ მიიღო შეტყობინება სროლის შესახებ, რომელიც „ჟილეტ სტადიონიდან“ რამდენიმე კილომეტრში, გულშემატკივრების შეკრების ადგილას მოხდა.
მატჩი სწორედ ამ არენაზე მიმდინარეობდა.
ქალაქ ბროკტონის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მისულმა ოფიცრებმა, სულ ოთხი დაჭრილი დააფიქსირეს.
ტელეკომპანია ABC News-ის ცნობით, ოთხივე დაშავებული დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში.
პოლიციას მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ დაუკავებია. სამართალდამცველები ინციდენტის მიზეზების დასადგენად გამოძიებას აგრძელებენ.










