გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია ამჟამად მოსკოვის მხრიდან მუდმივი საფრთხისა და ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნეს წარმოადგენს.
როგორც პისტორიუსმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება და ის პირდაპირ ეხება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას:
"ჩვენ უნდა ვიყოთ სრულიად გულწრფელები და ვაღიაროთ რეალობა — გერმანია და მთლიანად ევროპა რუსეთის მხრიდან პირდაპირი და ფარული თავდასხმების სამიზნეშია. საუბარია არა მხოლოდ ტრადიციულ სამხედრო პოტენციალზე, არამედ ყოველდღიურ ჰიბრიდულ ომზე: კიბერშეტევებზე ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიებზე, ჯაშუშურ ქსელებსა და დივერსიულ მცდელობებზე. მოსკოვი ცდილობს ჩვენი საზოგადოების დესტაბილიზაციას და დაშინებას, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ ამის უფლებას. გერმანიამ სასწრაფოდ უნდა აიმაღლოს მზაობის დონე, გააძლიეროს არმია და დაიცვას თავისი მოქალაქეები ამ მუდმივი საფრთხისგან."
თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერლინი აქტიურად მუშაობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, სადაზვერვო შესაძლებლობების გაფართოებასა და ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებაზე, რათა ადეკვატური პასუხი გაეცეს არსებულ გამოწვევებს.




