2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ქალთა რაოდენობამ 62 ათასს გადააჭარბა, აქედან 43 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

2014 წელს უკრაინის არმიაში მომუშავე ქალების რიცხვი 50 ათასს მცირედით ჩამორჩებოდა და მათგან მხოლოდ 16 ათასი იყო სამხედრო მოსამსახურე.

ამ დროისთვის უკრაინის არმიაში 7709 ქალი ოფიცერია, სერჟანტისა და კაპრალის წოდება აქვს კიდევ 11 ათასზე მეტ ქალ სამხედრო პირს.

სახელმწიფო Military Media Center-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, არმიაში ხელმძღვანელი პოსტი უკავია 5 ათასზე მეტ ქალს, ხოლო საომარი მოქმედებების მონაწილის სტატუსი 13 487 ქალს აქვს.