ევროკავშირი ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს 55 კომპანიისა და 60-ზე მეტი ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ Bloomberg წერს.

Bloomberg-ის მიერ განხილული დოკუმენტების თანახმად, შეზღუდვები გავრცელდება იმ პირებზე და კომპანიებზე, რომლებიც მონაწილეობენ იარაღის წარმოებაში და ძირითადი ტექნოლოგიებისა და ელექტრონიკის მიწოდებაში, რომელსაც რუსული თავდაცვის კომპანიები იარაღის შესაქმნელად იყენებენ.

სანქციები ასევე ეხება გადამზიდავ კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას და ლოგისტიკას ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში საბრძოლო მასალის გადასატანად.

ამავდროულად, სანქციების პაკეტი, რომელიც მე-13 იქნება, სავარაუდოდ შეზღუდული იქნება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჯგუფმა მოუწოდა ბლოკს უფრო ამბიციური იყოს და ახალი ეკონომიკური სანქციები დაამატოს.

ამჟამინდელი წინადადებები ასევე მოიცავს სანქციების სიაში რამდენიმე სამხედრო და სხვა ოფიციალური პირის და პოლიტიკოსის დამატებას, კერძოდ, ალექსეი დიუმინის, რუსეთის პრეზიდენტის ყოფილ მცველს და ტულას რეგიონის ამჟამინდელ გუბერნატორს.