ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო წარმატებები, შეიძლება, შეთანხმების საფუძველი გახდეს, რომლითაც ომის მიზნებს მიაღწევენ.
"პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ისრაელის თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის სამხედროების შედეგების გამოყენება ომის მიზნების შეთანხმებით მისაღწევად - გარიგებით, რომელიც ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს დაიცავს", – აღნიშნავს ნეთანიაჰუ.
მისი თქმით, ისრაელი "ირანსა და ლიბანში დარტყმებს აგრძელებს".
"ჩვენ რაკეტებისა და ბირთვულ პროგრამებს ვანადგურებთ. ასევე, "ჰეზბოლას" წინააღმდეგ დარტყმებს ვაგრძელებთ", - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განცხადებით, ისრაელი "ყველა გარემოებაში დაიცავს თავის სასიცოცხლო ინტერესებს".








