ისრაელში სამხედრო-პოლიტიკური ლიდერების მონაწილეობით, უსაფრთხოების კაბინეტის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ნეთანიაჰუმ პირველ მიზნად დაასახელა დაკარგული პოზიციების დაბრუნება, მათი გაწმენდა და უსაფრთხოების აღდგენა, შემდეგ კი ომში გამარჯვება.


მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ჰამასმა დაიწყო მკვლელი თავდასხმა ისრაელის სახელმწიფოზე.

“ჩვენ ომში ვართ და არა ოპერაციაში. ჰამასმა დაიწყო მკვლელი თავდასხმა ისრაელის სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებზე. მე გავეცი ბოევიკებისგან იმ დასახლებების გაწმენდის ბრძანება, სადაც მათ შეაღწიეს. მტერი გადაიხდის უპრეცედენტო ფასს, რომელიც მან არასოდეს იცოდა, ჩვენ ომში ვართ და გავიმარჯვებთ!".

ცნობისთვის, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ამ დროის მონაცემებით დაიღუპა  22 და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.