ბელორუსის სახელმწიფო სტანდარტის განმარტებით, „ერევანი 2800“ ბრენდი არ შეესაბამება საბაჟო კავშირის ტექნიკურ რეგულაციებს ტანინების დაბალი შემცველობის გამო.

ბელორუსის სახელმწიფო სტანდარტის განმარტებით, საბაჟო კავშირის ტექნიკურ რეგულაციებთან შეუსაბამობის გამო, აკრძალა სომხური კონიაკის „ერევანი 2800“ გაყიდვა.

სახელმწიფო სტანდარტების რეესტრის თანახმად, არმავირის რეგიონში სომხური კომპანია ZAO „MAP“-ის მიერ წარმოებული რვა წლის დაზველების კონიაკი „ერევანი 2800“ საშიშ პროდუქტად იქნა მიჩნეული. „ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ „ტანინების მასური კონცენტრაცია“, მინიმალური სტანდარტით 0.3 გ/დმ3, იყო 0.14 ± 0.01 გ/დმ3, რაც მიუთითებს, რომ პროდუქტს მიენიჭა გარკვეული ტიპის პროდუქტის გარეგნობა და გარკვეული თვისებები, მაგრამ მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია იმ პროდუქტად, რაც გაცხადებულია“, - იტყობინება სახელმწიფო სტანდარტი.

პროდუქტის გაყიდვა, იმპორტი და მიმოქცევა აკრძალულია, ხოლო შესაბამისობის შეფასების დოკუმენტები გაუქმებულია.

მედიის ცნობით, ადრე, ბელარუსში მსგავსი მიზეზით აიკრძალა ექვსწლიანი დაძველების ქართული კონიაკის, „საჩუქარი ტრადიციულის“, გაყიდვა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ