ბარაკ ობამა: სიამაყით ვულოცავ ჩვენს მომავალ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს!

1604818853
"სიამაყით ვულოცავ ჩვენს მომავალ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და მომავალ პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს. ასევე, ვულოცავ კამალა ჰარისსა და დაგ ემოფს მომავალ ვიცე-პრეზიდენტად არჩევას", - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა არჩევნების პირველად შედეგებს.
"ამ არჩევნებში, ამერიკამ აჩვენა ისეთი რიცხვები, როგორიც ისტორიას არ ახსოვს. და როცა ყველა ხმა დათვლილი იქნება, პრეზიდენტად არჩეული ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტად არჩეული ჰარისი ისტორიულ და საბოლოო გამარჯვებას გვიჩვენებენ.
იღბლიანები ვართ, რომ ჯომ ყველაფერი გააკეთა პრეზიდენტობისთვის და უკვე ამ გზაზე დგას. რადგან იანვარში, როდესაც ის თეთრ სახლში შევა, მას უამრავი გამოწვევა დახვდება. ისეთი, როგორიც არცერთ პრეზიდენტს აქამდე - მძვინვარე პანდემია, უთანასწორო ეკონომიკა და სასამართლო სისტემა, რისკის ქვეშ არსებული დემოკრატია და კლიმატის ცვლილებების საფრთხე. ვიცი, რომ ის ყველა ამერიკელის საუკეთესო ინტერესს გაითვალისწინებს საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს", - წერს ბარაკ ობამა.