ბაქოში, რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik-ის ოფისში პოლიცია შევიდა. ჩხრეკის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სააგენტოს ოფისის შენობა სამართალდამცველებს აქვთ ბლოკირებული. სამინისტრო დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
მანამდე, აზერბაიჯანში Sputnik-ს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო Russia Today-ს ნაწილია, საქმიანობა ოფიციალურად შეუჩერეს, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფისი მუშაობას აგრძელებდა და თანამშრომლები კვლავ დადიოდნენ.